ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს - 2,5 მილიონიანი ქონება 1 ლარად გადაეცა
2,5 მილიონის ღირებულების ფართობი ერთ ლარად, - სწორედ ეს თანხა გადაიხადა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის კომპანიამ გარდაბანში მდებარე უძრავ ქონებაში, რომელიც, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.
მთავრობის დაგენილებით, "საქართველოს სათბურის კორპორაციას" 350 ათასი კვადრატული მიწა უფასოდ დაუთმეს. თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ტერიტორიაზე მფლობელი 45 მილიონის ინვესტიციას გეგმავს და სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინენა გახდა მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი.