ევროკავშირის შეფასებით ციხეების სისტემაში გაუმჯობესება შეინიშნება
"ევროკავშირის შეფასებით, მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა პრობლემას წარმოადგენს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ეხება 2014 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში.
"საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თუმცა პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა მათ უვადოდ დანიშვნამდე. ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას არამყარი ხასიათი აქვს. საქართველომ გარკვეულ წინსვლას მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. დამტკიცდა ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გაუმჯობესება შეინიშნება ციხეების სისტემაში და ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი. კვლავ იდგა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის საკითხი. ზოგადად უმცირესობათა უფლებების საკითხი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. განსახორციელებელია სახელმწიფოს მართვის სფეროში სერიოზული რეფორმები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის რეფორმა. გრძელდებოდა სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი პარლამენტთან, ხელისუფლებასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა დიალოგის შესაძლებლობა შეიზღუდა", - ნათქვამია ანგარიშში.