ინა გუდავაძე: პატარკაციშვილები ისევ გავხდით ვანო ჩხარტიშვილის "სამიზნე"

ინა გუდავაძე: პატარკაციშვილები ისევ  გავხდით ვანო ჩხარტიშვილის "სამიზნე"

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:

"ამ ბოლო დროის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი ახლობლები ისევ გავხდით ვანო ჩხარტიშვილის განცხადებების სამიზნე. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები უჩივიან ვანო ჩხარტიშვილს სხვადასხვა სასამართლოებში და საქართველოს პროკურატურაში.


 ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კომპეტენტურ ორგანოებს არ გაუჭირდებათ, რომ გაერკვნენ საკმაოდ მარტივ ფაქტებში და დაადგინონ სიმართლე მედიასაშუალებების ჩარევის გარეშე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებს არ მიგვიღია მონაწილეობა ვანო ჩხარტიშვილის შესახებ "რუსთავი 2"-ზე გასული კლიპის წარმოებასა და გავრცელებაში.


 ამის საბუთად ისიც იკმარებს, რომ ეს კლიპი ჩვენი მონაწილეობით ან დავალებით რომ შექმნილიყო, ლაპარაკი იქნებოდა კიდევ მრავალ აქტივზე, რომელიც ჩვენი მტკიცებით, ბადრის გარდაცვალების დროს მის კომპანიებს ეკუთვნოდა და გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანში ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში აღმოჩნდა.

ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია "მზეს" და იმას, თუ ვინ იყვნენ ამ არხის მფლობელები, არანაირი კავშირი არ აქვს ტელეკომპანია "იმედის" ჩვენი ოჯახის მიერ დაბრუნებასთან".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: