უდესიანები დაჩი ცაგურიას და ირაკლი კორძაიას სასამართლოში უჩივიან
დაარღვიეს თუ არა დაჩი ცაგურიამ და ირაკლი კორძაიამ უდანაშაულობის პრეზუმფცია-ამაზე უკვე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. ნატო უდესიანისა და გია უდესიანის უფლებადამცველი უახლოს დღეებში დაჩი ცაგურიას და ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
უდესიანები არ გამორიცხავენ, რომ მათ სარჩელი სასამართლოში ხარძიანების წინააღმდეგაც შეიტანონ, იმ შემთხვევაში თუ ისინი გააგრძელებენ გია უდესიანის მისამართით ცილისწამებას.
შეგახსენებთ, რომ ხანძიანის ოჯახმა ბიზნესმენის მკვლელობა სასამართლოში არსებულ საქმეებს დაუკავშირეს და მკვლელობის მთავარ შემკვეთად გია უდესიანი დაასახელეს.