მინდია ჯანელიძე ალასანიას ბრალდებას პასუხობს-"არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს"

მინდია ჯანელიძე ალასანიას ბრალდებას პასუხობს-"არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს"

"არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს," - მინდია ჯანელიძე საფრანგეთთან მემორანდუმის არსებობას უარყოფს.

 

თავდაცვის მინისტრი საფრანგეთთან რაიმე შეთანხმების ან დოკუმენტის არსებობას საჰაერო თავდაცვითი იარაღის შეძენასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს. დეტალების გასარკევად ის ჟურნალისტებს ალასანიასთან აგზავნის.

 

"არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. არაფერს არ ეწურება ვადა, პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, წარმატებით, ყველა ნაბიჯი, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, იდგმება," - აცხადებს ჯანელიძე.

 

თავისუფალი დემოკრატები კი ირწმუნებიან, რომ საფრანგეთთან გაფორმებულ მემორანდუმს ვადა 31 მარტს ეწურება. მათ აინტერესებთ, რა მიზნით იმყოფებოდა ჯანელიძე რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში.  

 

"რას აკეთებდა ბატონი ჯანელიძე რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, აი, ესეც გაარკვიეთ მასთან. გარდა ბრალდებებისა, რამე შედეგი ჩამოიტანა? - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

 

თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთ ბრალდებას უარყოფს თავდაცვის მინისტრი. მათი თქმით, თავდაცვის უწყების ახალ სტრატეგიაში ცვლილებებია საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ოპონენტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საიდუმლო თემებზე ღიად საუბრისგან.

 

თავდაცვის მინისტრი დღესვე პარლამენტში მისვლის თემასაც შეეხო. მინდია ჯანელიძე საკანონმდებლო ორგანოში მისვლას გეგმავს, თუმცა არა თავისუფალი დემოკრატების ინიციატივის გამო. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: