ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გუგული მაღრაძე: ხარძიანის მკვლელობა გამაფრთხილებელი სიგნალია ყველა ბიზნესმენისთვის

გუგული მაღრაძე: ხარძიანის მკვლელობა გამაფრთხილებელი სიგნალია ყველა ბიზნესმენისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის გარდაცვალებას შეკვეთილ მკვლელობას უკავშირებს. 

 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს მკვლელობა სხვა ბიზნესმენებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალია. 

 

"მიმაჩნია, რომ ხარძიანის მკვლელობა არის ძალიან ნიშანდობლივი იმ გაგებით, რომ იგი სერიოზული ბიზნესმენი იყო, გარშემო სერიოზული წრე ჰყავდა. გარდა ამისა, ხარძიანმა საკუთარი ქონების დაბრუნების პირველი ეტაპი მოიგო. რატომღაც ძალიან გაიწელა მეორე ეტაპი და ამ შუალედში შეკვეთილი მკვლელობა მოხდა. აუცილებლად, ეს არის შეკვეთილი მკვლელობა იმიტომ, რომ ამით გარკვეული ძალები მიუთითებენ იმაზე, რომ შეიძლება სასამართლომ გაგამართლოს, ქონება დაგიბრუნოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლე მოგისპოთ. ეს თითქოს გამაფრთხილებელი სიგნალია ყველა სხვა ბიზნესმენისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა, უფრო მეტი იმედი მიეცათ ადამიანებს, რომ სასამართლო პროცესი შეიძლება სამართლიანად წარმიმართოს. ამიტომ, ეს არის გამაფრთხილებელი იყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც შეეცდება, რომ თავის ქონება დაიბრუნოს. ეს ამ გაგებით ნამდვილად შეკვეთილი მკვლელობაა იმიტომ, რომ აპირებს დააშინოს საზოგადოება და განსაკუთრებით საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამდენი ხანია სამართლიანობის აღდგენას ელოდება", - განაცხადა მაღრაძემ. 

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: