საქართველოს ბანკმა KFW-სთან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკმა KFW-სთან ხელშეკრულება გააფორმა

"გერმანიის განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმება საშუალებას მისცემს "საქართველოს ბანკს" გაზარდოს ბიზნესის დაფინასება და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის ზრდას", _ ეს განცხადება "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა გერმენიის განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ცერემონიის შემდეგ გააკეთა.


"საქართველოს ბანკმა" და გერმანიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს 25 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო შეთანხმებას.


"საქართველოს ბანკს" აქვს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების მდიდარი გამოცდილება და ახლად მოძიებული ფინანსური რესურსი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბანკის კონკურენტუნარიანობას ამ სექტროში.


KFW-ს  ენერგეტიკის სექტორის კოორდინაციის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ენრიკო სტილერმა განაცხადა, ისინი მოხარულები არიან, რომ იწყებენ პროგრამას პატარა ზომის 20 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირებისთვის.  


"მიგვაჩნია, რომ ინვესტირება ჰიდროელექტროენერგიაში საშუალებას აძლევს საქართველოს დაეყდრნოს საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს, ნაცვლად იმისა, რომ მოახდინოს ძვირი, არაგანახლებადი რესურსების იმპორტი. ჰიდროელექტროენერგია უზრუნველყოფს საიმედო და არა ძვირადღირებული რესურსების იმპორტს. ამავდროულად ხელს უწყობს გარემოსა და კლიმატის დაცვას", _ განაცხადა ენრიკო სტილერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: