ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2013 წლის დასაწყისში ჩამოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ კნუდ ბარტელს შეხვდა.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.განხილვის მთავარი თემა კი ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი იყო. მხარეთა გადაწყვეტილებით, ალიანსის მაღალი რანგის სამხედროები საქართველოს 2013 წლის პირველ ნახევარში ესტუმრებიან. სამხედრო კომიტეტის ვიზიტის დაგეგმვის პროცესი უკვე დაიწყო.