ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.


მოსამართლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი 9-თვიანი ვადა გახდა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას 5 აპრილს ეწურებოდა.


მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი საპყრობილეს ვერ დატოვებს, რადგან მას სხვა საქმეებიდან გამომდინარე პატიმრობა აქვს მისჯილი.

პროცესს თავად ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 29 აპრილამდე გადადო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: