თეა წულუკიანი: ევროკავშირმა უნდა იცოდეს ვინ შემოდის ჩვენს ქვეყანაში!
შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნაა, ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"თუკი ევროკავშირი ჩვენ გვეტყვის, რომ ჩვენ შორის აღარ არსებობს საზღვრები და ევროკავშირის საზღვარი გავა საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს სურს იცოდეს ვინ შეიძლება შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მასთან. ვინ გავა ჩვენი ქვეყნიდან. ეს არის ძალიან კომპლექსური თემა და პირდაპირ არის კავშირში შრომის ინსპექციასთან."- განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანი ინსპექციის დანიშნულებას დეტალურად ხსნის.
"ევროკავშირს ამის მოთოვნა პირდაპირ აქვს ჩაწერილი საბუთში. ამიტომ, ჩემმა კოლეგამ დავით სერგეენკომ "შრომის ინსპექციის დეპარტამენტი" შექმნა. შრომის ინსპექციის დეპარტამენტი მიწის კანონთან განსხვავებით პირდაპირ არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის პროცესთან.
როდესაც შემოდის უცხოელი და საქმდება საქართველოში, ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენი, ევროპული სტანდარტით უნდა დასაქმდეს ეროვნული მუშახელი. ასეთი სტანდარტია, რომ სახელმწიფო ჯერ მისი მოქალაქის დასაქმებაზე უნდა ზრუნავდეს, ამიტომ, შრომის ინსპექცია აუცილებლია იმისთვის, რომ შეამოწმოს, რამდენად კანონიერად მუშაობს უცხოელი მუშახელი."- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.