ახალი სკანდალი-რაში ადანაშაულებს ალასანია ივანიშვილს და ღარიბაშვილს?

ახალი სკანდალი-რაში ადანაშაულებს ალასანია ივანიშვილს და ღარიბაშვილს?

ირაკლი ალასანია მოქმედი და ყოფილი პრემიერმინისტრებს ახალ ბრალდებას უყენებს.

 

ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინეს თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. 

 

"თუკი ისტორია რამის მასწავლებელია საქართველოსთვის, მაშინ ჩვენ გვაქვს ერთი ჭეშმარიტება - თუ გვინდა, რომ ომი ავიცილოთ, უნდა ვიყოთ მზად ომისთვის, რათა დავიცვათ მშვიდობა. საზოგადოებას და შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობების ნება. ამისათვის კი საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობები. ბატონმა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ერთ-ერთი ასეთი თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე საქართველოს უარი ათქმევინეს. ამის მიზეზი არის ის, რომ მათ არავინ დაუკარგავთ ომში," - აცხადებს ირაკლი ალასანია.

 

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით, ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ჯარისადმი სოლიდარულობის განცდა არასდროს ჰქონიათ. 

 

"მათ  გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ არასდროს ჯართან. მე გავაგრძელებს ბრძოლას ქართველ სამხედროებთან ერთად," - აცხადებს ირაკლი ალასანია. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: