მაია ფანჯიკიძე ბრალდებებს უარყოფს
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გაეროს წამების კომიტეტში წარადგინა.
მაია ფანჯიკიძე ინაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ გიორგი ტუღუში გაეროს წამების კომიტეტში მას არ წარუდგენია.
"ვიცი, რომ გაკეთდა განცხადება, თითქოს მე გიორგი ტუღუში წარმედგინოს გაეროში, რომელიღაც თანამდებობაზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასდროს გიორგი ტუღუში მე არსად არ წარმიდგენია. გიორგი ტუღუში 2011 წლის 18 ოქტომბერს გახდა საქართველოს წარმომადგენელი გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტში. იგი აირჩიეს იქ წევრად. ასე რომ, მე მის წარდგენასთან და ამ კომიტეტში არჩევასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მაქვს", – განაცხადა ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.