გია ვოლსკი: თავდაცვის მინისტრის მხრიდან ასეთი საკითხები მეორე პლანზე არ უნდა იყოს გადაწეული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს პატრიოტ ადამიანად მიიჩნევს, თუმცა, აცხადებს, რომ ადამიანური საკითხები თავდაცვის მინისტრის მხრიდან მეორე პლანზე არ უნდა იყოს გადაწეული.
"ამ საკითხზე არ ვარ მომზადებული. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ მინდია ჯანელიძე არის პატრიოტი, ჯარისკაცი, განწყობილი ადამიანი. ასეთი ადამიანური საკითხები, მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრის მხრიდან, არ უნდა იყოს მეორე პლანზე გადაწეული. მინდია არ არის ის ადამიანი, რომელიც ასე აკეთებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 42 მებრძოლის, მათ შორის, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ცხედრის ფრაგმენტები 2 აპრილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი დაესწრო.