ახალი სახეები „ქართულ ოცნებაში“-ბრძოლა გადარჩენისთვის

ახალი სახეები „ქართულ ოცნებაში“-ბრძოლა გადარჩენისთვის

მმართველი გუნდი ფრაქციის დახურულ სხდომას მართავს, რომლის ფარგლებშიც პარტია ქართული ოცნების ცენტრალური და რაიონული ორგანიზაციების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.

 

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საარჩევნო კოდექსი იქნება. საგანელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი იცვლება მომავალში შეიცვლება ქართული ოცნების საპარლამენტო სახეც და საზოგადოება მმართველ გუნდში ძველ სახეებთან ერთად ახლებსაც იხილავს.

 

სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა ეკა ბესელიამაც, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მიმდინარეობს  შიდა განახლების პროცესი.

 

"ვიმსჯელებთ პარტიულ რაიონული ორგანიზაციების შესახებ, შიდა განახლების პროცესი მიმდინარეობს. საარჩევნო თემაზე გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები გვაქვს ფრაქციის შიგნით," - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: