ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნარმანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

ნარმანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

დედაქალაქის მერი საკრებულოს უმცირესობის დღევანდელ ბრალდებებს პასუხობს. დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა მერიამ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა და იმაზე ბევრად უკეთესი მაჩვენებლები დადო, ვიდრე ეს ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს იყო.

 

"იციან, რომ ხვალ ამ ყველაფრის შესახებ მექნება ძალიან საინტერესო ანგარიში და წინა დღეს ცდილობენ, რომ თითიდან გამოწოვილ ინფორმაციებზე დაყრდნობით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ არ გამოუვათ. ხვალ ძალიან საინტერესო ანგარიში გველოდება თბილისის საკრებულოში."

 

შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს ანგარიშის მოსასმენად ელოდებიან.

 

დავით ნარმანიას წარმომადგენლობით ორგანოში მისვლამდე ერთი დღით ადრე საკრებულოს ოპოზიციამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ის კორუფციასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: