გიორგი თევზაძე: „ხელისუფლება ვალდებულია საყდრისთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებს პასუხი გასცეს“
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საყდრისთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც მედიით გავრცელდა საგანგაშო ინფორმაცია, ამჟამად საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი კვლავაც იქნა აფეთქებული რასაც წარმოადგენს ვანდალურ ქმედებას , როგორც ცნობილია მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ საყდრისი არის მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს საბადო. იგი წარმოადგენს ქართული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლს, ხელისუფლება ვალდებულია რომ შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებლო კომისია და გამოძიებული იყოს სრულყოფილად და ობიექტურად საყდრისის გარშემო მიმდინარე და თავიდანვე განვითარებული მოვლენები რათა ქართველმა საზოგადოებამ და მომავალმა თაობებმა იცოდნენ ამ საგანგაშო ფაქტებისა და მასში მონაწილე პიროვნებების შესახებ, რათა მათ მომავალმა თაობებმა შესაბამისი კუთვნილი ადგილი მიჩინონ დამსახურებისამებრ თითეულს ისტორიის ფურცლებზე მიუხედავად იმისა რა სტატუსი უკავიათ მათ საზოგადოებაში, ასევე ნაკლებად ვფიქრობთ რომ საქართველოს პარლამენტის წევრების უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი საგამოძიებლო კომისიის შექმნის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს გააჩენს საზოგადოებაში“- აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.