დავით თევზაძე: არავის ზურგს ამოვფარებივარ!
ერთი შემიძლია ვთქვა: არავის ზურგს ამოვფარებივარ, ჩემი ნასროლი ტყვია არც ერთ ქართველს არ მოხვედრია, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას განაცხადა.
"ერთი შემიძლია ვთქვა: არც ვინმეს ზურგს უკან მიჭამია საჭმელი, არც ვინმეს ზურგს ამოვფარებივარ. ისევე, როგორც ის, რომ ჩემი ნასროლი ტყვია არც ერთ ქართველს არ მოხვედრია. ამასაც იმიტომ ვწერ ახლა, რომ წლების შემდეგ, როდესაც ვერცერთ ცილისწამებას ვერ გავცემ პასუხს, ჩემს შვილებს ჩემს საფლავზე მოსვლა არ შერცხვეთ", -აცხადებს თევზაძე.