გივი თარგამაძე-„ეს ადამიანი არის რეციდივისტი და ამ დროს მის შინაგან ბუნებაზე გვესაუბრებიან“

გივი თარგამაძე-„ეს ადამიანი არის რეციდივისტი და ამ დროს მის შინაგან ბუნებაზე გვესაუბრებიან“

შალვა აბულაძის დაკავებასა და შემდგომი პროცესებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე, "არანორმალური გარემოს" უწოდებს და ამბობს, რომ მოკლული პოლიციელები აღარ მოიხსენიება და ამ ადამიანის "შინაგან გარემოზე" საუბრობენ.

 

"ეს ადამიანი არის რეციდივისტი," - ამბობს თარგამაძე და ბოლო პერიოდში შალვა აბულაძის ბრეივიკთან და დათა თუთაშხიასთან შედარებების ავტორებს აკრიტიკებს.

 

გივი თარგამაძე ყოფილი და მოქმედი პრემიერების განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილის განცხადებებს სპეცრაზმელებთან დაკავშირებით ეთანხმება. გივი თარგამაძე აქვე ბიძინა ივანიშვილის ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებსაც იხსენებს და მასთან ერთად შს მინისტრს ივანიშვილის პოზიციის მხარდაჭერისთვის მწვავედ გააკრიტიკა. 

 

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, დღეს პოლიციელების უფლებები იზღუდება და ერთ-ერთ ასეთ მაგალითად გივი თარგამაძე პოლიციელებისთვის დაზღვევის გაძვირებასა და ოჯახის წევრების დაზღვევის უფლების ჩამორთმევას ასახელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: