გიორგი თევზაძე ხელისუფლებას ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდებს
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას და აღნიშნავს, რომ ქართული ენას თვალისჩინივით გაფრთხილება უნდა. ენა, მიწა-წყალთან და სარწმუნოებასთან ერთად, დედაბოძია ეროვნებისა. იცავდე შენი ენის სიწმინდეს, ეს ნიშნავს, იცავდე ვინაობას, შენს მეობას, ღირსებას, შენი ერის კულტურასა და ისტორიას. როგორც ქართულ საზოგადოებას ასევე ხელისუფლებას მუდამ უნდა ახსოვდეს და აცნობიერებდეს, გრიგოლ ორბელიანის ცნობილ სტრიქონს - რა ენა წახდეს ერიც დაეცეს, უდავოა რომ დამახინჯებული მეტყველება დამახინჯებული აზროვნების , დეფორმირებული ცნობიერების გამოხატულებაზე მიანიშნებს, სამწუხარო სინამდვილეა: საბჭოთა კავშირის დროს ქართული ენის სიწმინდის დაცვას, მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ბევრად მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე ამჟამად, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ ექცევა. მაშინ საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან შექმნილი იყო ,,თანამედროვე ქართული ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია", რომელიც შედგებოდა კომპეტენტურ და ავტორიტეტულ პირთაგან. კომისია იხილავდა სადავო ენობრივ საკითხებს და მის მიერ დადგენილი ნორმები სავალდებულოდ ითვლებოდა ყველასათვის.
მთელი ეს მასალა, ანუ სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები იცემოდა ბეჭდური სახით, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაინტერესებულ პირთათვის. პირველი ასეთი კრებული, სათაურით ,,თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები", გამოვიდა 1970 წელს. შემდგომ გამოდიოდა ბიულეტენები. ამჟამად არც პრემიერმინისტრთან , არც პარლამენტის თავმჯდომარესთან , არც ქვეყნის პრეზიდენტან, მსგავსი კომისია არ არსებობს. ეს საქმე დავიწყებას მიეცა. ყველას გვახსოვს არსებობდა ენის სახელმწიფო პალატა, რომელიც ზრუნავდა ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის. ტელეეთერით, განსაზღვრულ დროს, სისტემატურად ეწყობოდა გადაცემები, რომლებსაც უძღვებოდა ბ-ნი ლევან ღვინჯილია. ბევრს ემახსოვრება ეს გადაცემები. ლევან ღვინჯილია ააშკარავებდა ქართულის დამახინჯების ფაქტებს, გვერდს არ უვლიდა ქალაქებში თუ რეგიონებში მომრავლებული უცხოლექსიკონით გაჯერებულ აბრების წარწერებსაც კი. ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს გაეძლიერებინა ამ მეტად საჭირო უწყების როლი მისი მნიშვნელობა და საქმიანობა საზოგადოებაში , წინა ხელისუფლებამ სულ გაუქმეს რამდენად მართებული მიდგომა იყო ასეთი ხელისუფლების მხრიდან რაც მომავალი თაობების მხრიდან შეფასებული იქნება როგორც ანტიეროვნული პოლიტიკის ნაწილი , რაც დღემდე გრძელდება ასეთი ზერელე დამოკიდებულება ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და მისი შენარჩუნებისათვის . მივმართავ ხელისუფლებას დაიწყოს ზრუნვა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დახვეწასა და მისი ფართო ფენებში რაც ერთეთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას. და არ უნდა დაგვავიწყდეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული დღე როდესაც ერი და ბერი ერთად გაერთიანდა და დაიცვა და შეინარჩუნა საბჭოთა იმპერიის პირობებში ქართული ენა“. - აღნიშნავს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.