ნაციონალების მიერ „შეწყალებული“ „კანონიერი ქურდების“ სია

ნაციონალების მიერ „შეწყალებული“ „კანონიერი ქურდების“ სია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმ "კანონიერი ქურდების" სიას ასაჯაროებს, რომლებიც მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს "საზღვარზე გადააცილეს". აღნიშნულზე თალაკვაძე "ასავალ-დასავალს" ესაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა, ოპოზიციისაგან კამპანიური ხასიათის ბრალდებებს ისმენენ, თითქოს მათი ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

 

"ბოლო მომენტამდე თავს ვიკავებდი ოპონენტებთან ამ დისკუსიაში შესვლაზე, თუმცა საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, ჟურნალისტებს მოგაწოდოთ მტკიცებულებები, რომ 2006-2012 წლებში, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩვენკენ იშვერენ ხელს, თავად აცილებდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს საზღვრიდან, იმის ნაცვლად,რომ ისინი დაეკავებინათ",- აცხადებს თალაკვაძე.

 

შს მინისტრის მოადგილეს რამდენიმე "კანონიერი ქურდის" წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველოში შემოსვლის მაგალითი მოჰყავს.

 

"კანონოერი ქირდი" ფრიდონ ს. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში 2008 წლის 5 აპრილს შემოვიდა და იმავე დღეს, ასევე, თბილისის აეროპორტიდან საქართველო დატოვა.

 

"კანონიერი ქურდი" გიორგი ე. - თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2008 წლის 18 თებერვალს და იმავე დღეს თბილისის აეროპორტიდანვე გავიდა ქვეყნიდან.

 

"კანონიერი ქურდი" გოჩა კ.- ბათუმის აეროპორტში შემოვიდა 2011 წლის 6 აპრილს და იმავე დღეს ქვეყანა დატოვა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით.

 

"კანონიერი ქურდი" რამაზ წ.- თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2011 წლის 10 დეკემბერს შემოვიდა და იმავე დღეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან დატოვა.

 

"კანონიერი ქურდი" ამირან ე. - საქართველოში, თბილისი აეროპორტში შემოვიდა 2009 წლის 29 ოქტომბერს და მეორე დღეს სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა.

 

"კანონიერი ქურდი" ავთანდილ ხ.- თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2008 წლის 29 თებერვალს და იმავე დღეს, თბილისის აეროპორტიდანვე ქვეყანა დატოვა.

 

"კანონიერი ქურდი" ბესიკ ა.- საქართველოში 2009 წლის 25 ივნისს სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა და მეორე დღეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანა დატოვა",- აცხადებს თალაკვაძე.

 

როგორც თალაკვაძე განმარტავს, აღნიშნული სია არ არის ერთადერთი მაგალითი, როგორ ხდებოდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან წინა ხელისუფლების თანამშრომლობა. მისივე თქმით, სხვა მაგალითებსა და მტკიცებულებებს მომავალში დაასახელებს.

 

წყარო: "ასავალ-დასავალი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: