ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები საქმის გადახედვას მოითხოვენ
ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებენ და მათი საქმის გადახედვას მოითხოვენ.
გია აბდალაძის განცხადებით, მათ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ უდანაშაულობას ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ფოტორეპორტიორები გია აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი გედენიძე 2011 წლის გაზაფხულზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს, მაგრამ ბრალდება არ მოუსხნიათ.