გიგი უგულავა ბრუნდება?!

გიგი უგულავა ბრუნდება?!

“თბილისის მერი გიგი უგულავა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. თბილისის მერის იტალიაში ვიზიტის დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა  თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დააკავეს. აღნიშნული გარემოების გამო, გიგი უგულავა  დაგეგმილზე ადრე  ბრუნდება საქართველოში”.


ეს განცხადება დედაქალაქის მერიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საზოგადოებაში მერის გამგზავრებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები გაჩნდა. საზოგადოების ნაწილმა გიგი უგულავას იტალიაში გამგზავრება ქვეყნიდან გაქცევად შეაფასა.


შეგახსენებთ, ქალაქის მერი გიგი უგულავა წუხელ 2 დღიანი სამუშაო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: