ფილიპ გორდონი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ფილიპ გორდონი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით  აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი იმყოფება. ის დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ხვდება. შეხვედრა სასტურმო "თბილისი მარიოტში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას,  ასევე,   ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  თედო ჯაფარიძე ესწრებიან.


დღეს, 14:00 საათზე, შეხვედრის დასრულების შემდეგ სასტუმრო „თბილისი მარიოტის“  ფილიპ გორდონი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებისთვის  განცხადებებს გააკეთებენ.


17:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამერიკელ სტუმარს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: