საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში
საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მე-3 და მე-4 ბრიგადების მეთაურები და განათლების სარდალი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ისინი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.
თავდაცვის უწყება საკადრო ცვლილებებს ადასტურებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე თებერვალში გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, მათი თქმით, ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა.
ასევე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.
მე-4 მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის გათავისუფლების საკითხს თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. მეთაურის კადრების განკარგულებაში გადაყვანის ფაქტს არ ადასტურებს თავად ზაზა ლელაძე. მეთაურის თქმით, მას მსგავსი ბრძანება არ მიუღია.
"კურიერის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა აპირებს კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის გათავისუფლებას.