ლევან კალაძის საქმეს შეიძლება ნათელი მოეფინოს!

ლევან კალაძის საქმეს შეიძლება ნათელი მოეფინოს!

ლევან კალაძის საქმეს შეიძლება ნათელი მოეფინოს!

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით საჩივარი შევიდა, _ ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.


მისივე განმარტებით, საქმეზე მსჯავრდებულ ლევან ცინცაძე, რომელიც 25 წლიან სასჯელს იხდის საჩივარში მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს. ის დანაშაულთან რაიმენაირ კავშირს უარყოფს. "საქმეში არსებობს მთელი რიგი უზუსტობები. მათ შორის, სასაფლაოს დირექტორის ჩვენებაც, რომელიც ყვება, რომ იმ საღამოს, როდესაც თითქოს ლევან კალაძის გვამი აღმოაჩინეს, ორთაჭალის სასაფლაოზე ასამდე და მეტი ცხედარი ამოთხარეს. საქმე ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე გაიხსნა. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ იგი გატაცებული ჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. მას აწამებდნენ და სახეზე გვაქვს ყალბი ჩვენებები."


ადვოკატის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც დანაშაული მოხდა, ლევან ცინცაძე ავად იყო. არსებობს ამის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობებიც. ეხლა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, ვითხოვთ რეალურ გამოძიებას.


ასევე, ამ წუთებში პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე საკუთარ მოთხოვნას ავრცელებს ცინცაძის დედა _ მედიკო კორკოტაშვილი. მისი განმარტებით, ახლა როცა სამართლიანობის აღდგენის მეტი საშუალებაა, იგი ამ საქმის თავიდან გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: