არჩილ კბილაშვილი შოთა ხიზანიშვილის ბრალეულობაზე საუბრობს
მთავარმა პროკურორმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილისა და კუდ-ის დაკავებული მაღალჩინოსნების ბრალეულობის დეტალებზე ისაუბრა.
"2012 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში შოთა ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დილით შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო საუბრები, რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა Youtube-ს ვიდეო-პორტალზე ისეთი სახით, თითქოს ის გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას მიერ," - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.