შალვა აბულაძე: განიმარტოს, თუ რა გარიგებებში იმყოფება ბატონი ხაზარაძე ქალაქ ბორჯობის პოლიციასთან

შალვა აბულაძე: განიმარტოს, თუ რა გარიგებებში იმყოფება ბატონი ხაზარაძე ქალაქ ბორჯობის პოლიციასთან

ბიზნესმენი და პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე აცხადებს, რომ  მისი მისამართით პროვოკაციები 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ორგანიზება გაუწია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას.  აბულაძის განცხადებას გაზეთი "ასავალ-დასავალი"  აქვეყნებს.

"ჩემს მიმართ პროვოკაციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ბატონი მამუკა ხაზარაძის მონოპოლისტური და უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ, ორგანიზება გავუწიე ადგილობრივი მოსახლეობისა და  ბატონი ხაზარაძის მხრიდან დაზარალებული მეწარმეების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას. აქციის შემდეგ მე მრავალჯერ მივმართე ბორჯომის პოლიციასა და შსს ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონობისა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც პოლიციის მხრიდან შედეგის მომტანი რეაგირება არცერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია.
მრავალრიცხოვანი ფაქტებიდან გამომდინარე, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩემი დისკრედიტაციისა და სამუდამო დაძინების ყველა მცდელობა იმართებოდა და დღესაც გრძელდება ბატონი ხაზარაძის მხრიდან. გამოძიებას ვთხოვ, დეტალურად გამოიკვლიოს "გლოკის" სისტემის პისტოლეტის წარმომავლობა. დაიკითხოს ბატონი ხაზარაძე და განმარტოს, თუ რა გარიგებებში იმყოფება ქალაქ ბორჯობის პოლიციასთან. სასურველი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით "თიბისი ბანკმა" რატომ გაარემონტა ბორჯომის პოლიციის შენობა?" - აცხადებს აბულაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: