პაატა ზაქარეიშვილი: აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს

პაატა ზაქარეიშვილი: აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ დამაჯერებელი არ არის ოჯახის წევრების ინფორმაცია მათი შვილების სირიაში საბრძოლველად წასვლასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვლაპარაკობთ მოსაზრებებზე, ჭორებზე. პირადად მე, ზუსტად ისიც კი არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია ესა თუ ის ინფორმაცია, რომ ვიღაცა წავიდა და სადღაც იბრძოლა. ამისთვის საჭიროა, გამოძიება ჩატარდეს, რომ დავუჯერო. ოჯახის წევრიც რომ ამბობდეს შვილზე, რომ იგი ამა და ამ ვითარებაშია, ეს ჩემთვის სანდო წყარო არაა, ვიდრე გამოძიება არ ჩატარდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: