„ნაციონალები“ პრეზიდენტის დასაცავად

„ნაციონალები“ პრეზიდენტის დასაცავად

ათონელის ქუჩაზე აშენებული რეზიდენციის თაობაზე მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ ნეპოტიმზსა და კორუფციაში ყოფილ და მოქმედ პრემიერებს ადანაშაულებს. მათ მიაჩნიათ, რომ რეზიდენციის თემის წამოწევით, პრეზიდენტის შევიწროვება გრძელდება. 

 

"ბიძინა ივანიშვილის დავალებით, პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელი აგრძელებს გიორგი მარგველაშვილის შევიწროებას, რითაც არა მხოლოდ მას ამცირებენ პიროვნულად, არამედ ამით ასუსტებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ ხარჯების დაზოგვაზეა ლაპარაკი, მაშინ ივანიშვილს და ღარიბაშვილს ეს მხოლოდ ერთადერთი რამით შეუძლიათ, რომ ქვეყანაში აღარ იყოს მათ მიერ დანერგილი ნეპოტიზმი და კორუფცია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: