პროკურატურა გიგი უგულავასა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავებასაც არ გამორიცხავს!

პროკურატურა გიგი უგულავასა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავებასაც არ გამორიცხავს!

მთავარმა პროკურატურამ დაკავებული მაღალჩინოსნების მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც აღნიშნული პირების დაკავების საფუძველი გახდა.


"ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შსს-ს კუდის ხელმძღვანელობის დავალებით ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული, ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა და მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება. კომპიუტერის ადგილმდებარეობის მიხედვით ტერიტორიის აუდიო და ვიდეოთვალთვალი. ამ პროგრამით, კუდის თანამშრომლები ახორციელებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიურ ორგანიზაციების წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას.


მსგავსი უნებართვო შეღწევა განხორციელდა ირაკლი ოქრუაშვილის,  ნინო ბურჯანაძის და ბიძინა ივანიშვილის კომპიუტერებში. საყურადღებოა, რომ ნინო ბურჯანაძის კომპიუტერიდან, ასევე კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში განთავსებულ კომპიუტერიდან ამოღებულია პირადი და საიდუმლო მასალები.  კუდის თანამშრომლებს ამ გზით მოპოვებული უამრავი უკანონო ჩანაწერი დაუგროვდათ.


2012 წლის 26 სექტემბერს, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შსს-ს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა, მოეძია სხვადასხვა ფარული მასალებია კოალიცია "ქართული ოცნებიდან", რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხში უნდობლობას კოალიციის მიმართ. ბექა კვარაცხელიამ შეარჩია რამდენიმე ფარული-უკანონო ჩანაწერი, დააკოპირა ისინი  დისკებზე და დისკი 2012 წლის 26 სექტმებერს საღამოს საათებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს. ამის შემდეგ, ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დილით, 27 სექტმბერს დაუკავშირდა ხიზანიშვილი ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ ამოარჩია რამდნეიმე ჩანაწერი, რომელიც მან განათავსა ყოუტუბე-ზე ისე, თითქოს ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესარიონ სურმავა. ამის შემდეგ კუდ-ის თანამშრომლებმა სურმავა საიტზე მომხმარებლად დაარეგისტრირეს და მისი სახელით დადეს ფარული ჩანაწერები", _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.


ასევე, მთავარი პროკურორი გიგი უგულავასა და სხვა მაღალჩინოსნებზე ბრალის წაყენებას არ გამორიცხავს. რაც შეეხება ჩანაწერების ექსპერტიზას, იგი უახლოეს მომავალში იგეგმება და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: