ირაკლი ღარიბაშვილი: საფუძველი ჩაეყარა C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამას

ირაკლი ღარიბაშვილი: საფუძველი ჩაეყარა C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამას

"დღეს საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანიც არის C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში.


"მინდა გულითადად მივესალმო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით. თქვენი დახმარებით შევძლებთ ასიათასობით ადამიანის სრულ განკურნებას, რომლებიც არიან დაავადებული C ჰეპატიტით. ვულოცავ ამ დღეს ბატონ დავით სერგეენკოს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულნი იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში",-აღნიშნა პრემიერმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: