ვის ადანაშაულებს ვლადიმერ ხომერიკი "ჩერქეზთა გენოციდში"?
საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე "რია-ნოვოსტის" თბილისის ოფისში გამართულ ვიდეოხიდში ისაუბრეს.
ვიდეოხიდში ორივე მხრიდან პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები მონაწილეობდნენ. ქართულ მხარეს ზაზა აბაშიძე, კახა კუკავა, ზაქარია ქუცნაშვილი და დემურ გიორხელიძე წარმოადგენენ.
ვიდეოხიდი საინტერესოდ წარიმართა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც სიტყვა ქართული დიასპორის წარმომადგენელს რუსეთში ვლადიმერ ხომერიკს გადაეცა.
"მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენ ვლობირებთ საქართველოს ახალ ხელისუფლებას რუსეთში და ამიტომაც, მაინტერესებს, ახალი ხელისუფლება გეგმავს თუ არა დახუროს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი?"
ქართული მხრიდან ხომერიკის რეპლიკას პასუხი გასცა ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ. "მე არც ვარ ნამყოფი იმ მუზეუმში და არც ვიცი, რა ექსპონანტებია გამოფენილი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ბოლშევიკური რეჟიმის და არამც და არა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია. ჩემის აზრით, ეს მუზეუმი არათუ დასახურია, არამედ იქ დაცულ ექსპონატებში დასამატებელია ის მასალებიც, სადაც ასახული იქნება საქართველოს ოკუპაცია ირანის, მონღოლეთის, არაბული სამყაროსა და თურქეთის მიერ", _ უპასუხა აბაშიძემ.
სწორედ ამ პასუხს მოჰყვა ხომერიკის შესამჩნევი გაღიზიანება და ქართულ მხარეს ურჩია, მომავალ თობას ასწავლონ ქვეყნის რეალური ისტორია. "გირჩევთ, ასწავლოთ მომავალ თაობას ქვეყნის რეალური ისტორია და ნუ დაადანაშაულებთ რომელიმე ქვეყანას იმაში, რაშიც ბრალი არ მიუძღვის. თუნდაც ეს იყოს ჩერქეზთა გენოციდი, რომელიც საქართველოს წინა პარლამენტმა აღიარა, როგორც რუსეთის მიერ განხორციელბული გენოციდი. ეს მაშინ, როცა ჩერქეზთა გენოციდი ქართულმა მხარემ განახორციელა და არა რუსეთმა", _ განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.
ეტყობა, ბატონ ხომერიკს ან საქართველოს ისტორიის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია, ან თავისი გამომწვევი და ცინიკური გამოხტომით ვიღაცის დავალებას ასრულებს!