სამწუხარო უზუსტობა
ამ ცოტა ხნის წინ „ივერიონმა“ სხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია სათაურით „მარგველაშვილი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელიც ივანიშვილს თავისი მონებისთვის აქვს“.
სააგენტოს დაუკავშირდა საქართველოს უშიშროების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი გოგი ახალკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ინტერპრეტაცია ქ-ნ ირინა იმერლიშვილს არ ეკუთვნის და აქედან გამომდინარე, პირველწყარომ (vector.ge) ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
„ივერიონი“ ბოდიშს იხდის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო.