გიორგი მარგველაშვილი: სწავლის ფასის რეგულირება ჩვენი პრეროგატივა არ არის
"სწავლის ფასის რეგულირება სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის!" ეს განცხადება "მაესტროს" პრესკლუბში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ ავტონომია და სწავლის გადასახადის რეგულირებასაც ისინი ახდენენ.
"სახელმწიფოს სწავლის გადასახადის გაზრდის არც ერთი მექანიზმი არ გააჩნია. ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეუძლია, არის სასწავლებლებში გადასახადის ზედა ზღვარის დაწესება, მაგრამ ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვა არ დაწყებულა. ჩვენ მოვახერხეთ დიდი რესურსის მოძიება განათლების სისტემისთვის, რაც იმედია, საშუალებას მისცემს აბიტურიენტებს, სწავლა ხელმისაწვდომი იყოს. კითხვებით, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ უნივერსიტეტების რექტორებს", _ განაცხადა მარგველაშვილმა.