ბიზნესი უპატრონო ბავშვებით-სასტიკი დანაშაული, რომელიც ხელისუფლებას არ აინტერესებს

ბიზნესი უპატრონო ბავშვებით-სასტიკი დანაშაული, რომელიც ხელისუფლებას არ აინტერესებს

მეტროს გადასასვლელში ზის გაურკვეველი ასაკის ქალი. დასვრილი თმებით, დახეული ტანსაცმლით და მწუხრაებით დახრილი სახით. გამვლელი მოქალაქეები მას ხურდას უყრიან. თან ქალს ხელში უჭირავს უტყუარი "არგუმენტი" იმის სასარგებლოდ, რომ მას ფული აუცილებლად სჭირდება. მას უჭირავს მძინარე ბავშვი. ბავშვს დასვრილი ქუდი ახურავს, რომელიც ოდესღაც თეთრი იყო. გადასასვლელი საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია და შესაბამისად ხურდებსაც ხშირად იმეტებენ. მე ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამ ქალს და დაახლოებით ვხვდებოდი ვისთან მიდიოდა ფული, რომელსაც ხალხი იმეტებდა. რამდენი ცუდიც არ ილაპარაკონ, მაინც თვალში საცემია ის თუ რაოდენ თანამგრძნობია ჩვენი ერი.

 

მე ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე გავდიოდი ამ გადასასვლელს, მაგრამ ხურდა ერთხელაც არ მიმიცია ამ ქალისთვის, ვინაიდან არ მინდოდა ჩემი ფულით რომელიმე არამზადას ერთი აგური მიემატა საკუთარი სახლისთვის. რა თქმა უნდა ამ არამზადებს მთლიანი ფული არ მიაქვთ და რაღაც მცირე ნაწილს მათხოვარსაც უტოვებენ, რაც ალბათ მხოლოდ არყისთვის და შაურმისთვის ეყოფა. ბიზნესის უფროსებს უამრავი ასეთი სამათხოვრო "წერტილი" აქვთ, მაგრამ გამოირჩევიან სიძუნწით და სისასტიკით. სწორედ ამას ეყრდნობა ბიზნესი. არავინ იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც ფულს უყრიან მათხოვრებს, ალბათ არც დაფიქრებულა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ერთი თვის დაკვირვების შემდეგ, ერთხელაც მე უბრალოდ გავჩერდი და მივაშტერდი ბავშვს... უეცრად მე აღმოვაჩინე სწორედ ის შეუსაბამობა. ბავშვს ეძინა.. არანაირი აქტიურობა, არც ტირილი.. უეცრად ბავშვის "დედამ" ამომხედა და თვალები გამისწორა, მგონი ის მიხვდა იმას, რასაც მე მივხვდი... პატივცემულო მკითხველებო, რამდენ თქვენთაგანს ჰყავს შვილები? გაიხსენეთ, რამდენად ხშირად ეძინათ თქვენს ბავშვებს 1-2-3 წლის ასაკში? საათი, ორი საათი, მაქსიმუმ სამი საათი(არა ერთბაშად) დღის ძილი, და ისევ მოძრაობა. ერთი თვის განმავლობაში ამ გადასასვლელში მე ერთხელაც კი არ მინახავს ბავშვის აქტიურობა. 

 

მე ვუყურებდი პატარა ადამიანუკას, და ჩემი საშინელი ეჭვიც თადათან უფრო მყარდებოდა.. - სულ რატომ სძინავს?! - ვიკითხე მე, თან ბავშვს მივჩერებივარ. ქალმა თავი მომაჩვენა თითქოს ვერაფერი გაიგო. მე კითხვა გავიმეორე. ამჯერად ამომხედა და მკაცრი ტონით მომმართა, რომ ჩემი საქმე არ არის. - რატომ სძინავსთქო?! - მე უკვე თითქმის ვყვიროდი. ამასობაში პოლიციის ყურადღებაც მივიქციე, რომლებიც შემდგომ ზუსტად ისეთი ტონით მესაუბრებოდნენ, როგორც ეს მათხოვარი ქალი. 

თანდათან სხვადასხვ სანდო წყაროებზე დაყრდნობით გავააანალიზე, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებული ბიზნესია, რომელსაც სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფებები აკონტროლებენ და პატიოსანი მოქალაქეების მიერ გაღებული ფული მისდით სწორედ მათ. ბავშვებს იღებენ ქირით ლოთი ოჯახებისგან, ან უბრალოდ იპარავენ. მაგრამ მე უნდა გამეგო პასუხი კითხვაზე - რატომ სსძინავს ბავშვს? და მე ის გავიგე. ჩემმა ნაცნობმა ბოშამ ისეთი რაღაც მომახსენა, რამაც გაუგონარ შოკში ჩამაგდო. - "ან ჰეროინის ან არყის ზემოქმედებით.." - მე გავშეშდი. - რა ჰეროინი? რა არაყი?? - ვიკითხე მე გაოგნებულმა. - რომ არ იბღავლოს, იტიროს და არ შეუშალოს. - მიპასუხა მან. 

 

როგორც აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბავშვს მთელი დღე ეძინოს მას ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გარკვეული დოზით "ანებივრბენ". რა თქმა უნდა ბაშვის ორგანიზმი ვერ ართმევს თავს ასეთ შოკს და ძალიან ხშირად ბავშვი კვდება. ისინი ხშირად კვდებიან დღისით და შესაბამიად თვითმარქვია "დედას" უწევს მთელი დღე ჯდომა მკვდარ ბავშვთან ერთად. ასეთია წესები. გამვლელები ხურდას უყრიან და თვლიან, რომ კეთილშობილურ საქციელს ჩადიან, ეხმარებიან "მარტოხელა დედას". 

მეორე დღეს გადასასვლელში მივედი ჟურნალისტის მოწმობით, მზად ვიყავი სერიოზული საუბრისთვის. ქალს ხელში სხვა ბავშვი ეჭირა და ის ჩემს შეკითხვებს უბრალოდ იგნორირებას უკეთებდა. მე ვინტერესდებოდი ბავშვის საბუთებით და რაც მთვარია ვუსვამდი კითხვას - სად არის ბავშვი, რომელიც მას გუშინ ეჭირა? თუმცა კთხვაზე პასუხს მაინც არ მცემდა.

 

ასე რომ როდესაც ხედავთ მათხოვარ ქალს ბავშვთან ერთად, დაფიქრდით, სანამ ფულს გაუწვდით. დაფიქრდით, რომ არა თქვენი და კიდევ ასი ათასობით ადამიანის მიერ გაღებული ხურდა, ეს ბიზნესი არ იარსებებდა საერთოდ. მოკვდებოდა ეს ბიზნესი, და არა ალკოჰოლით და ნარკოტიკებით გაჟღენთილი ბავშვები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: