პროფკავშირები ბრალდებებს ეხმიანება და ალეკო შალამბერიძეს აკრიტიკებს

პროფკავშირები ბრალდებებს ეხმიანება და ალეკო შალამბერიძეს აკრიტიკებს

პედაგოგთა პროფკავშირმა მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება დღეს  პრესკონფერენციაზე გააკეთა.


პროფკავშირის ხელმძღვანელის მაია კობახიძის განცხადებით, მასწავლებელთა პროფკავშირი პედაგოგთა ერთადერთი დამცველია. ისინი სასამართლოს მიმართავენ და სკოლებში არაერთი პედაგოგის აღდგენას ითხოვენ.


ორგანიზაცია  განათლების ინტერნაციონალის წევრია და ამერიკის პედაგოგთა პროფკავშირთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც პროფკავშირული ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განვითარებას ითვალისწინებს.

"პროექტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს და ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, ჰონდურასში, ზიმბაბვესა და ეგვიპტეში ხორციელდება. ეს ქვეყნები იმ კრიტერიუმებით შეირჩა, რომ ხელისუფლება პროფკავშირულ ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევას და ზეწოლას ახორციელებდა", _ განმარტავს  მაია კობახიძე.


ამასთან, პრესკონფერენციაზე გააკრიტიკეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“  ხელმძღვანელის ალეკო შალამბერიძის განცხადებები და მას „ნაციონალების“  მიერ მართული უწოდეს.


რაც შეეხება პროფკავშირებიდან გამოყოფილ წევრთა სარჩელის საქმეს, მას სასამართლო განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება 20 ნოემბერს გამოცხადდება.


კობახიძის განმარტებით, ისინი მოერიდნენ ახალი ყრილობის დანიშვნას, რადგან ეს მათი მოწინააღმდეგეების  სარჩელის ცნობა იქნებოდა. ამ ეტაპზე ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: