ლევან იზორია: გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოება გამოძიების შედეგებს გაიგებს

ლევან იზორია: გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  საზოგადოება  გამოძიების შედეგებს გაიგებს

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გასულ კვირას გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება ამ გამოძიების შედეგებს გაიგებს.

"კონკრეტული ფაქტის ან ინფორმაციის საფუძველზე პროცესუალურად უფლებამოსილი ვართ, გამოძიება დავიწყოთ, ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა. სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტის მიმართ კვალიფიკაციას. როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, გამოძიება დაიწყო. პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, როგორც კი დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები იქნება, საზოგადოება ამ გამოძიების შედეგებს გაიგებს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აღნიშნული ინციდენტის დროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი იყო ნახსენები, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, ისაუბროს საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: