ლევან იზორია: მიმდინარეობს იმ პირთა დადგენა, ვინც პანკისიდან მოქალაქეების ორგანიზებულ გადაყვანას უზრუნველყოფს
შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმ პირთა დასადგენად, ვინც პანკისიდან მოქალაქეების ორგანიზებულ გადაყვანას უზრუნველყოფს.
მისი თქმით, არსებობს კონკრეტული ინფორმაციები, თუმცა ამას მტკიცებულებებით გამაგრება სჭირდება.
"ძალიან ინტენსიური ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს იმ პირთა დადგენის მიზნით, რომლებიც ჩართულები არიან პროცესში. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციებიც, მაგრამ ამას მტკიცებულებებით გამაგრება სჭირდება და ამაზეც ახლო მომავალში გაიგებთ სიახლეებს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობა პარლამენტში ინიციატივით შევიდა, რათა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები განხორციელდეს.