ფილიპ გორდონი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
დღეს საღამოს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.
შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება და სავარაუდოდ, ის ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფილიპ გორდონი ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხებს.
ამ წუღებში კი ფილიპ გორდონი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას ასევე ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. მხარეებს შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარები არ გაუკეთებიათ.
დღეს დილით ფილიპ გორდონი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.