რომეო საჯაია დაკავებამდე განცხადებას ავრცელებს

რომეო საჯაია დაკავებამდე განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი რომეო საჯაია შესაძლებელია, პროკურატურამ დააკავოს. მას იარაღისა და ნარკოტიკის  უკანონო შენახვისთვის სდებენ ბრალს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “გურია ნიუსი“ ავრცელებს.


"მინდა, სანამ დამაკავებენ, განცხადება გავაკეთო: იცით, რაც გაუკეთეს თენგო გუნავას _ ჩაუდეს წამალი და იარაღი. გამორიცხული არ არის, ყველას ჩაუდონ, რაღაც პროვოკაცია მოუწყონ. მინდა განვაცხადო, რომ არც სახლში და არც არსად არც წამალი მექნება და არც იარაღი.


ესენი ყველაფერს კადრულობენ. რაც თენგო გუნავასთან იკადრეს, იმის შემდეგ გამორიცხული არ არის, მეც დამაკავონ. მე კი არ მეშინია, ან თავს კი არ ვიზღვევ. მინდა, უბრალოდ, იცოდეთ. ჩემი თავმოყვარეობა, ჩემი სახელი და ჩემი ოჯახის სახელი რომ არ შებღალონ, ამიტომ გეუბნებით. არც ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ, არც იარაღი მაქვს გაფორმებული - არც კანონიერად და არც ისე, არც ვაპირებ მქონდეს, რადგან ჩემი იარაღი არის კანონი", _ განაცხადა რომეო საჯაიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: