ნინო გვენეტაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა

ნინო გვენეტაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილებით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.


"ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ერთი ვთქვა, მთავარია არ დაირღვეს კონსტიტუცია და კანონის მოთხოვნები და რამდენადაც ვიცი, ეს ამ ეტაპამდე არ მომხდარა. ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს თავის უფლებამოსილება და პარლამენტიც იმუშავებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება და დამტკიცება ჰქვია", - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: