გიგა ბოკერია: "ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც თავის თოჯინებით თამაშობს"
"ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც თავის თოჯინებით თამაშობს,"- ასე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
"საქართველო და მთელი საზოგადოება ვიხდით ძალიან მძიმე ფასს და ჩვენ მომავალს ვაყენებთ რისკის ქვეშ, რომ ქვეყანას მართავს ერთი მდიდარი მილიარდელი, რომელიც არის არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო. ეს ადამიანი საკუთარი თოჯინებით თამაშობს და ერთობა, ამას კი ქვეყნის ინტერესები ეწირება,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია.