გიორგი მარგველაშვილი: ეკონომიკურ ვითარებას გამოსწორება ნამდვილად სჭირდება
სქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა "რეაქციაში" საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"იყო კომენტარი, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ იმოქმედა ლარის კურსზე. ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით რაც შემიძლია არის ის, რომ გავაკეთო ქვეყნის პოპულარიზაცია ინვესტორებისთვის. მინისტრებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ეკონომიკურ ვითარებას ნამდვილად სჭირდება გამოსწორება,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.