ახლადდანიშნული მინისტრები მუშაობას ორშაბათიდან შეუდგებიან

ახლადდანიშნული მინისტრები მუშაობას ორშაბათიდან შეუდგებიან

თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტებზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი თავიანთ უწყებებში მისვლას ორშაბათს გეგმავენ. როგორც ხიდაშელმა და აგულაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, სწორედ მომავალი კვირიდან შეუდგებიან მინისტრების რანგში ყოველდღიურ მუშაობას.რაც შეეხება, უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურთან შვიდი დღის განმავლობაში მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე შეთანხმდნენ. უწყების ახალი ხელმძღვანელების განცხადებით , ისინი სამინისროში არსებულ ვითარებას წინამორბედის დახმარებით გაეცნობიან.

 

"დღეს იყო პრემიერთან პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, 24/7 სამუშაო რეჟიმზე – ანუ 24 საათიან რეჟიმში მუშაობაზე 7 დღის განმავლობაში. ასევე შევთანხმდით მუდმივ კონტაქტზე, მუდმივ კონსულტაციასა და ერთობლივ საქმიანობაზე. გავიარეთ რამდენიმე ის ღონისძიება, რომელიც სასწრაფოდ იყო გასავლელი. ამის მერე კი პირველი რიგის ამოცანაა სამინისტროში მისვლა, რაც დაგეგმილია ორშაბათს, 10.00 საათზე, თავდაცვის სამინისტროში მე და ბატონი მინდია ჯანელიძე ერთად მივალთ და ის ოფიციალურად გადმომაბარებს სამუშაო ოთახს და სამუშაო რეჟიმს",-განაცხადა ხიდაშელმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: