ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს შერჩევით სამართალს
„ევროპაში ვიზიტის დროს, მე დავარწმუნე ყველა, რომ პროცესი იქნება გამჭირვალე და ამავეს გპირდებით თქვენც. ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს შერჩევით სამართალს “.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ფილიპ გორდონთან შეხვედრისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და იმედი გამოთქვეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა ფილიპ გორდონს ქართველი ხალხის სახელით გაწეული ღვაწლის გამო მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების თემასაც და როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს შერჩევით სამართალს.