"ლარს მიხედე" "შეეშვი ზვიგენებს"-აქცია ივანიშვილის სახლთან
"ლარს მიხედე", "შეეშვი ზვიგენებს", "დასრულდეს ნეპოტიზმი". მორიგი აქცია იმართება თბილისში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან შეკრებილები, რომლებიც მთავრობის საქმიანობას აპროტესტებენ. როგორც აქციის ორგანიზატორი გოგა ონიანი აცხადებს, აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, წავიდეს და თავი დაანებოს საქართველოს. "დღეს საქართველოს მთავრობაში ნეპოტიზმი მძვინვარებს. თუ ვინმეს ნათესავი არ ხარ, შეუძლებელია სამსახური მოძებნო. ბიძინა ივანიშვილი უჩა მამაცაშვილს აძლევს ქონებას სრულიად უფასოდ. მე მოვუწოდებ მას, რომ წავიდეს", - განაცხადა გოგა ონიანმა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ივანიშვილის რეზიდენციასთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ.