რატომ შეაჩერა სოკარმა საქართველოში 700 მილიონიანი პროექტი?
"სოკარმა" საქართველოში კარბამიდის საწარმოს მშენებლობა შეაჩერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა. მისი თქმით საწარმოს მშენებლობის პროექტი დროებით გაიყინა.აღნიშნულ ინფორმაციას ტრენდ.აზ-ი ავრცელებს
"ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული მოლაპარაკებების დასრულება," – განაცხადა აბდულაევმა.
როგორც სოკარის ქართული წარმომადგენლობის გვერდზეა ნათქვამი ქარხანას ყოველწლიურად 660 000 ტონა პროდუქციის წარმოება უნდა უზრუნველეყო. მშენებლობის პერიოდში 1 500 ადამიანი დასაქმდებოდა, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ობიექტზე დაახლოებით 300 ადამიანი იმუშავებდა
პროექტის საინვესტიციო ღირებულების მოცულობა მინიმუმ 700 000 000 აშშ დოლარი იყო მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოს იგეგმებოდა.