ირაკლი ბათიაშვილი: "ნაცების" მხრიდან უკანონო დაპატიმრებებზე საუბარი თავხედობაა!

ირაკლი ბათიაშვილი: "ნაცების" მხრიდან უკანონო დაპატიმრებებზე საუბარი თავხედობაა!

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "კვირის არგუმენტებში" სტუმრობისას ყოფილი პოლიტპატიმარი ირაკლი ბათიაშვილი საუბრობს იმ დაპატიმრებებზე, რომელიც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს.


"ვინც აქ ვიმყოფებით, ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ვართ. გარდა ამისა, უამრავი ადამინია დღეს საქართველოში, ვინც თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.


ერთ-ერთი ამოცანა, რაც დღევანდელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წინაშე დგას, არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ეს კი, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამის შემდეგ უნდა გადაიხედოს საქმეები და უნდა განთავისუფლდეს ყველა უკანონო პატიმარი, რომელთა რაოდენობაც, გარწმუნებთ, დღეს საქართველოში ძალიან დიდია.


ასე რომ, "ნაცმოძრაობის" მხრიდან უკანონო დაკავებებზე საუბარი თავხედობა, ცინიზმი და უტიფრობაა. წინა ხელისუფლებას მოსვლის დღიდან არათუ წელი, არამედ თვე არ ჩაუგდია ისე, რომ პოლიტიკური დაკავება ან უკანონო დაპატიმრება არ ჩაედინა.


ამ რაოდენობის პატიმარი საქართველოში, შესაძლოა, ოცდაათიანი წლების შემდეგ არ ჰყოლოდა, ე.ი. გამოვიდა, რომ ჩვენ ვყოფილვართ კრიმინალური ერი", ¬_განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა ირაკლი ბათიაშვილმა.


მისივე განცხადებით, ბელორუსიაშიც კი, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულ ლუკაშენკოს ამდენი პატიმარი არ ჰყავს. მან, როგორც კი ზედმეტი მოუვიდა, ამნისტია გამოაცხადა და პატიმართა რაოდენობა გაანახევრა", _ ამბობს ბათიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: