ნოდარ ხადური: მთავარი მიზანი მყარი საფუძვლების ჩაყრაა

ნოდარ ხადური: მთავარი მიზანი მყარი საფუძვლების ჩაყრაა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ბევრს მუშაობს, მთავარი მიზანი მყარი საფუძვლების ჩაყრაა. ამის შესახებ ხადურმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
 
"ყველგან უფრო მეტია კურსის დაცემა ვიდრე საქართველოში. ეს ჩვენ არ გვაძლევს თვითდამშვიდების შესაძლებლობას, სურვილს და საშუალებას. პირიქით, ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და მართლა ბევრს ვმუშაობთ. ამდენი გზა არასოდეს დაგებულა, ამდენი საძირკველი არასდროს არ ჩაყრილა. შესაძლოა იმდენი ფასადი არასდროს გარემონტებულა, რამდენიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგრამ ნამდვილად არ არის ჩვენთვის მთავარი ფასადი გავარემონტოთ, რომ ლამაზად ჩანდეს. მთავარია საძირკველი გავაკეთოთ, რომ მყარად დავადგათ კედლები და მყარი სახურავი გვქონდეს და შესაძლებლობა გვქონდეს ნორმალური ეკონმიკა ავაშენოთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: