დავით თევზაძე: NATO-ში შევალთ მაშინ, როცა საამისოდ სიტუაცია მომწიფდება
"NATO-ში შევალთ მაშინ, როცა საამისოდ სიტუაცია მომწიფდება, ამ პროცესს ვერც აპატურაი დააჩქარებს და ვერც თინა ხიდაშელის ავტორიტეტი", - ამის შესახებ დავით თევზაძემ "კვირის ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.
"მინისტრი რომც არ მოსწონდეს პერსონალურად, აპატურაი ვალდებულია, ასე ილაპარაკოს, რადგან მასთან მოუწევს ურთიერთობა და პატივი უნდა სცეს ქვეყნის გადაწყვეტილებას", - განაცხადა თევზაძემ.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ თინა ხიდაშელს NATO-ში დიდ პატივს სცემენ და ენდობიან.